|
2015-05-07 14:40:57, 379 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ან ბრასორს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მნიშვნელობას. „საქართველო ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რათა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში... ჩვენ, განვიხილეთ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხები, რომელიც ევროპის საბჭოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა ან ბრასერმა. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უკრაინის კონფლიქტიც განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)