|
2015-05-06 18:27:21, 340 ნახვა
პოლიტიკა
პაატა შეშელიძე: კომპანიებისათვის ხელშეკრულების ღირებულების გაზრდით მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა
„სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისათვის ხელშეკრულების ღირებულების გაზრდით მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა“, - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ განხორციელებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა. პაატა შეშელიძის შეფასებით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისათვის შეღავათის მიცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანია. „თუკი მთავრობა ხვდება, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობისა და მიმდინარე მოვლენების შედეგად მიმწოდებლის ხარჯი გაიზარდა, ეს აღიარებაა, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, კომპანიებმა იზარალეს და ეს ცუდად აისახა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ის კომპანიები, ვინც სახელმწიფოს ამარაგებენ მიიღებენ კომპენსაციას, მაგრამ რა ბედი ეწევა იმას, ვისაც არ ჰქონდა სახელმწიფოსთან კავშირი, თუმცა იმავე მდგომარეობაშია. გამოდის, რომ მათ ხარჯზე რამდენიმე კომპანიას შეღავათი ექნება“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ. მისივე შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელებზე დაკისრებული კიდევ ერთი ტვირთია. „ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა უშვებდა შეცდომებს, როდესაც ლარი უფასურდებოდა, ამ პროცესს არასათანადოდ აფასებდა და არაფერი მოიმოქმედა ამის შესაჩერებლად. ახლა უწევთ შეცდომების გამოსწორება. ნათელი იყო, რომ ლარის რყევა იმ კომპანიებს დააზარალებდა, ვისაც ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აქვს. სახელმწიფო მომწოდებლების დიდი ნაწილი სწორედ ასეთი ვალდებულებების მქონე კომპანიები არიან. გამოდის, რომ შეცდომის გამოსწორებას ხელისუფლება ისევ გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ცდილობს. ეს სრული უპასუხისმგებლობაა და პიროვნული პასუხისმგებლობის გარეშე ეს მოვლენები არ უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა შეშელიძემ. შეგახსენებთ, „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების თანახმად, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის ან/და რეგიონში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შედეგად მიმწოდებლის ხარჯის ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, თუ: ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-მდე და იგი იწვევს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების ზრდას 100 000 ლარზე მეტი ოდენობით; ან ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულება იზრდება 10%-ზე მეტით.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)