|
2015-05-06 14:38:59, 315 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: როცა მთავრობის შემადგენლობის წარდგენა გადავდე, არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატი არ მომწონს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და დრო არ დაასახელა, თუ როდის გადააგზავნის მთავრობის შემადგენლობას პარლამენტში დასამტკიცებლად. თუმცა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის დროულ დამტკიცებას ხელს შეუწყობს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ 1 კვირიანი კონსტიტუციური ვადის გამოყენება იყო ხელის შეწყობა პოლიტიკური ძალებისთვის, რომ გადაწყვეტილება მშვიდად მიეღოთ. გიორგი მარგველაშვილი, ამ კუთხით, პოზიტიურ შედეგებს ხედავს. "მე შედეგს ვხედავ იმას, რომ ეს პროცესი შედგა.თუნდაც პოლიტსაბჭოს კრება ამის თაობაზე და თითოეული კანდიდატურის განხილვა ჩემთვის პოზიტიური შედეგი იყო. თუნდაც უმრავლესობის დეპუტატების კომენტარები იმაზე, რომ უფრო დეტალურად ჩაიხედეს საქმეში, ჩემთვის პოზიტიური შედეგის მომტანი იყო.მაგრამ კიდევ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი. ბუნებრივია, ეს ერთჯერადი პროცესი არ არის.ნებისმიერ სხვა მომენტში, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ არ იქნება პოლიტიკური მდგრადობა, მე ხელს შევუწყობ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მივიდეს მშვიდ გადაწყვეტილებამდე.მინისტრების კანდიდატურები ჩემი კომპეტენცია არ არის. ჩემი კომპეტენციაა პოლიტიკური პროცესი. მინისტრი, ვისაც აირჩევს უმრავლესობა, ის იქნება მინისტრი, მაგრამ მე უნდა დავინახო, რომ მართლა უმრავლესობამ აირჩია ეს მინისტრი",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კითხვაზე დაინახეთ თუ არა, რომ მინისტრები მართლაც უმრავლესობამ აირჩია, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ "დანახვის პროცესშია". ამასთან, გიორგი მარგველაშვილის თქმით, როცა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა გადადო, არ უთქვამს, რომ რომელიმე მინისტრობის კანდიდატის წინააღმდეგი იყო. "ან რომელიმე არ მომწონს, მაგრამ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი, დემოკრატიული გუნდის შიგნით მიმდინარე დისკუსიების შედეგად", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)