22:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 11:31:40, 332 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია: EBRD-ის ღონისძიება საქართველოს მხარდაჭერის ღია დემონსტრირებაა

„EBRD -ის ღონისძიება ეს არის  ღია დემონატრირება საქართველოსადმი მხარდაჭერისა “,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თბილისში დაგეგმილი EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოების   დათვალიერებისას განუცხადა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამ ღონისძიებას მთავრობა ნდომაგამოცხადებული შეხვდება.
„სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და ყველაფერი მაღალი ხარისხით არის შესრულებული, თანაც სწრაფ ვადებში. ქვეყნის მხარდაჭერისთვის ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ცნობადობის ამაღლებისათვის. ჩვენ გვჭირდება თანადგომა  და ეს არის თანადგომის ღია დემონსტრირება. საქართველოში ბევრი დაინტერესებული ადამიანი და პირველი პირი ჩამოვა“,-განაცხადა ოთარ  დანელიამ.
EBRD-ის  ყოველწლიური შეხვდრის საორგანიზაციო შეხვედრები პარლამენტისა და მოსაწვლე ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა,  ფინანსთა  მინისტრმა ნოდარ  ხადურმა მათ  გაწეული სამუშაოების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.
EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრისთვის პარლამენტის ეზოში ოთხი  დროებითი ნაგებობა აშენდა, სადაც განთავსდება მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. სამუშაოები ჩატარდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში.  
EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics