|
2015-05-02 15:21:16, 338 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რატომ დაბრუნდა მინდია ჯანელიძე ძველ თანამდებობაზე
„ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რატომ დაბრუნდა მინდია ჯანელიძე ძველ თანამდებობაზე“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა, მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ის მინდია ჯანელიძესთან, როგორც კრიზიების მართვის საბჭოს ხელმძღვანელთან, ყოველდღიურ რეჟიმში აპირებს ურთიერთობას. „მინდია ჯანელიძე არის ძალიან მნიშვნელოვანი საბჭოს ხელმძღვანელი. მოგეხსენებათ, ის აქამდეც კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი იყო და დაბრუნდა თავის თანამდებობაზე. მე ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებ მასთან ურთიერთობას უკვე როგორც მინისტრი ამ საბჭოს ხელმძღვანელთან. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა რატომ დაბრუნდა ის ძველ თანამდებობაზე, მთავარია, რომ ის იქ არის, სადაც არის და ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებულია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. ამასთან , თინა ხიდაშელმა დასძინა, რომ მისთვის უცნობია თუ რა თემებზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)