|
2015-05-01 14:48:13, 304 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ პირველად ხდება თავდაცვის მინისტრობის პოსტზე ქალის კანდიდატურის წარდგენა. „მე რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, რომ ქალბატონი არის კაბინეტში წარდგენილი და ის იქნება ქალი, რომელიც პირველად გახდება თავდაცვის მინისტრი, თუკი პარელამენტმა დაამტკიცა და მე ამის პრობლემას ვერ ვხედავ. მე მინდა რამდენიმე რამ ვუსურვო და ვურჩიო. პირველი ის, რომ მე მწამს ის იქნება მზრუნველი ჯარისკაცებზე, როგორც ჯარისკაცის მამას დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ასე იყოს და ასევე მინდა ვურჩიო, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დამტკიცებისთვის ეს ეხება საჰაერო და სხვა თავდაცვითი სისტემების შეძენას. მე ვიცნობ თინა ხიდაშელს, იმედი მაქვს, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს იგი, იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალობით რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)