|
2015-05-01 14:29:24, 291 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თინა ხიდაშელი ერთდროულად მინისტრი და დეპუტატი ვერ იქნება
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში ერთდროულად ვერ იქნებიან. კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საბარში განმარტავს, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც მინისტრობის კანდიდატად დასახელდება და ის ამაზე თანხმობას განაცხადებს, მას დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. ამასთან,როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, თინა ხიდაშელი მინისტრის მოვალეობას მას შემდეგ შეასრულებს, როცა პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. „ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პარალელურად ვერ იქნება საკანონდმებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში. ის მინისტრი არ არის. მინისტრი მას შემდეგ გახდება, რაც პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს“, – აღნიშნა მენაბდემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. დღეს თინა ხიდაშელმა განაცხადა: „პარლამენტის წევრი ვარ და უკვე დავინიშნე მინისტრად“. „პარლამენტის წევრი ვარ მანამ, სანამ პარლამენტი არ შემიჩერებს უფლებამოსილებას და ამასობაში მეც და გიგლაც მინისტრები ვართ. იმიტომ რომ უკვე დანიშნული ვართ მინისტრებად. ასე, რომ ჯერ ქუთაისში ვართ, ერთი თუ ორი დღე, რამდენი ხანიც ვიქნები ვიპარლამენტისწევრებ და უკვე ორშაბათიდან შევუდგები სხვა მოვალეობის შესრულებას“,-განაცახადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)