|
2015-05-01 13:59:50, 436 ნახვა
პოლიტიკა
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ აქვს
კონსტიტუციონალისტების განცხადებით, პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ აქვს. როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს, რომელიც პრემიერმა დაასახელა. ამისთვის კი მას, მენაბდის თქმით, 5 დღე აქვს დარჩენილი. „პრემიერი ვისაც დაასახელებს, პრეზიდენტმა ის უნდა წარუდგინოს პარლამენტს. პრეზიდენტს არავითარი უფლებამოსილება არ აქვს, რომ უარი თქვას წარდგენაზე. ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, – აღნიშნა მენაბდემ. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დარჩენილი 5 დღის ვადაში პარლამენტს პრემიერის მიერ დასახელებულ მთავრობის ახალ შემადგენლობას არ წარუდგენს, კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა: „მერე თუ ვინმე პარლამენტში გადაწყვეტს იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს, დაიწყებენ იმპიჩმენტის პროცედურას. თუ არ გადაწყვეტენ, არაფერი არ მოხდება“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)