|
2015-05-01 12:27:21, 320 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: ვისურვებდი, რომ მთვრობა უფრო სწრაფად შესდგომოდა მუშაობას
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას, სრული შემადგენლობით მუშაობა უფრო სწრაფად უნდა დაეწყო. ამის შესახებ აგულაშვილმა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. „შექმნილ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ყველას გვაწუხებს ლარის კურსთან დაკავშირებით წუხილი. ეს პასუხისმგებლობა ჩვენზეა. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ მთავრობას შესაძლებლობა ჰქონოდა, სრული მასშტაბით უფრო სწრაფად შესდგომოდა მუშაობას. მაგრამ, პრეზიდენტი ამ საკონსტიტუციო უფლებას იყენებს, ასეც შეიძება ითქვას, რომ ეს მისი უფლებაა“, – აღნიშნა აგულაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)