|
2015-05-01 12:24:41, 452 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება გაბრაზებულმა მიიღო
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება გაბრაზებულმა მიიღო. როგორც ბესელიამ აღნიშნა, სახელმწიფო სადავეებთან მყოფი პირები გადაწყვეტილებების მიღების დროს გაბრაზებულები არ უნდა იყვნენ. „პოლიტიკოსებს და განსაკუთრებბით, როდესაც სახელმწიფო სადავეებთან მყოფ პირებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტილებების დროს არ უნდა იყვნენ გაბრაზებულები. გადაწყვეტილებების დროს გვჭირდება სიმშვიდე და მომეჩვენა, რომ ეს იყო გაბრაზებული გადაწყვეტილება. როდესაც ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ არ შეიძლება იყო გაბრაზებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის,პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)