|
2015-05-01 10:17:25, 423 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი პრეზიდენტსა და პარლამენტს მოუწოდებს, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დაჩქარდეს
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაასახელა. მისივე თქმით, მთავრობა მზადაა, პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს. „კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ყველა ეს ცვლილება რომელიც განხორციელდა, მიმართული არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდისკენ და კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით ყველას - პრეზიდენტს, პარლამენტს, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე ვუპასუხოთ პარლამენტარების შეკითხვებს და საკანონმდებლო ორგანოში წარვადგინოთ განახლებული სამთავრობო პროგრამა. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას ვუსურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)