|
2015-05-01 10:05:59, 307 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობდა, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ბოდიში უნდა მოუხადოს
„ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს და თითოეულ ჯარისკაცს“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. „გუშინ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე და ჩვენ დღის ბოლოს ვიხილეთ სიუჟეტი ჯერ იმედის ეთერში, შემდეგ რუსთავი ორის და ასე შემდეგ, ქართველ ჯარისკაცებზე, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიღაც წყაროზე დაყრდნობით. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ინფორმაციის გავრცელებაში, ბოდიში მოუხადოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს და თითოეულ ჯარისკაცს. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მართლაც საამაყო გმირები არიან ჩვენი ჯარისკაცები. აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სადაგმობი ფაქტი იყო ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ყველამ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ამიტომ მე მოგიწოდებთ, საჯაროდ ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ჯარისკაცებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ფრანგი და ქართველი სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)