|
2015-04-30 12:03:21, 438 ნახვა
პოლიტიკა
ჯავახიშვილის ინფორმაციით, მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებისას პრიორიტეტი შესაძლოა ლარის კურსიც იყოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულების ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრი პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის ხელხლა გამოცხადებისას 2015–2017 წლების სამოქმედო გეგმას წარადგენს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქმედო გეგმაში ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება გათვალისწინებული. „გამორიცხული არ არის, გარკვეულ ეტაპზე ეს პროექტები დაიხვეწოს“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტში ნდობის ხელახლა გამოცხადებისას პრიორიტეტი შესაძლოა, ლარის კურსიც იყოს. ამასთან, ჯავახიშვილმა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთვრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები შესაბამის განცხადებას გააკეთებენ. „რაც ლართან დაკავშრებით მოხდა, ეს მთავრობის არასწორი ქმედების შედეგი არ არის. ეს არის ჩენს გარშემო, ყველა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგი“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)