08:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 12:39:39, 304 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს. 

პრეზიდენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში  პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა უნდა წამოაყენოს.  პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი  კი, 7 დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა. 
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. 

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხაებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ–მინისტრს. ხოლო პრემიერ–მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში – მთავრობის სხვა წევრებს. 

თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ–მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ–მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება. 

ცნობისთვის, ერთი  წლის განმავლობაში მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტი ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა. ალასანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კი, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო დატოვა პოსტი. დღეს სპორტის მინისტრი დავით ყიფიანი გადადგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics