|
2015-04-29 11:59:40, 334 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტის სამსახური: მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებზე ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა, ხელფასის 50% დან 367% -მდე შეადგენდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი 2013 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა. ამასთან, ანალოგიურ პერიოდში პრემია ყოველთვიურად სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე, მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე გაიცემოდა. აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში ყოველთვიურად მათზე გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50% დან 367% - მდე შეადგენდა. "2013 წელს სააგენტოში შრომის ანაზღაურებაზე საკასო ხარჯმა სულ შეადგინა 2,776.8 ათასი ლარი, აქედან ხელფასის სახით - 1,720.8 ათასი ლარი (62%), ხოლო პრემიის სახით - 1,056.0 ათასი ლარი (38%). იყო შემთხვევები, როდესაც სააგენტოს რიგ თანამშრომლებზე გაიცემოდა ხელფასის ოდენობის და ხელფასზე მეტი ოდენობის პრემია, ხოლო დეკემბერში სააგენტოს თანამშრომელზე გაცემულია პრემია ხელფასის 367% - ის ოდენობით. ყოველთვიურად პრემიები ძირითადად გაიცემოდა სააგენტოს დირექტორზე (2013 წელს), სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე (სამსახურის უფროსებზე), მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე. აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში ყოველთვიურად მათზე გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50% დან 367% - მდე შეადგენდა. 2012 წელს სულ გაცემული პრემიიდან ზემოაღნიშნულ პირებზე გაცემულია 337,0 ათასი ლარი (41%), ხოლო 2013 წელს 472.4 ათასი ლარი (45%), 2012 წელს აღნიშნული პირების ხვედრითი წილი სააგენტოს მთლიან თანამშრომელთა 22,2% - ს შეადგენს22, ხოლო 2013 წელს 17,1% - ს. მიზანშეწონილი იქნება სააგენტომ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს გასაწევი ხარჯების აუცილებლობა, ხოლო მასში ცვლილებები განხორციელდეს სააგენტოსათვის მნიშვნელივანი ხარჯების დასაფინანსებლად",-ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)