|
2015-04-28 16:32:46, 339 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ელგუჯა ხოკრიშვილის სამსახურიდან წასვლის მიზეზი საპატიოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის უკვე ყოფილი მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის, სამსახურიდან წასვლის მიზეზი საპატიოა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელგუჯა ხოკრიშვილი იძულებული გახდა, გერმანიში ოჯახთან წასულიყო. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილის დამოკიდებულებას იზიარებს. „გუჯა არის ძალიან კომპეტენტური, პროფესიონალი და უწესიერესი ადამიანი. გული დამწყდა, რომ მან ფიზიკურად ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება საქართველოში, ვინაიდან მას სწორედ საპატიო მიზეზი ჰქონდა. ჩემთვის ოჯახი არის ძალიან ძვირფასი და მე მას წინააღმედეგობას ვერ გავუწვედი იმიტომ, რომ მისი ოჯახი ცხოვრობს გერმანიაში. ის იძულებული გახდა, გერმანიაში წასულიყო და მე ვუთხარი, რომ მის დამოკიდებულებას ვიზიარებ.მინდა მადლობა გადავუხადო. ის ძალიან წარმატებული მინისტრი იყო, უკვე ორი სამინისტრო გამოიარა და მას წარმატებებს ვუსურვებ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)