2015-04-25 15:38:51, 492 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ინდოეთში.
„ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004;
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო კომუნიკაციას აწარმოებს ნეპალის შესაბამის სტრუქტურებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან