2015-04-24 13:05:40, 376 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო ბათუმს ეწვია
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაეშვა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ბელარუსის ოფიციალურ დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მთავრობის წევრები და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დღეს დაგეგმილია შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ასევე, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ცერემონიაზე ხელი მოეწერება ბრესტისა და ბათუმის დამეგობრების ხელშეკრულებას.
ბელარუსის პრეზიდენტის 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან