|
2015-04-22 15:36:44, 315 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი: პრემიერ-მინისტრი კახეთს საკუთარ საფაშოდ მიიჩნევს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურჯაანის გამგეობის შენობა დატოვეს. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია, თუმცა ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისროლეს კვერცხებიც. ისმოდა ნეპოტიზმის თაობაზე ურთიერთბრალდებები: "აქ მაქვს სტატიიდან ამონაწერი, სადაც ქალბატონი ირმა ნადირაშვილის ნეპოტიზმის და კორუფციული გარიგებების სქემაა მოყვანილი.ირმას პირადად გადავეცი და ვთხოვ, კომენტარი გააკეთოს ტელევიზიებთან, ეთანხმება თუ არა ამ ფაქტებს",-განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა აქტივისტმა. თავად ირმა ნადირაშვილმა კი აღნიშნა, რომ არ აპირებს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოს. ამასთან დაკავშირებით ირმა ნადირაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა: "რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ ბრალდებებს, არ ვაპირებს ამას ავყვე საერთოდ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი არის უმუშევარი ჩემს გარდა. მეტს არაფერს არ ვიყტყვი",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. გურჯაანის გამგეობაში მომხდარ ინციდენტზე კი, ირმა ნადირაშვილმა პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს პრემიერ-მინისტრს დააკისრა. ნადირაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით ხალხს ძალადობისკენ უბიძგებს. "თქვენ ნახეთ, როგორ ველურად იქცევიან. აქ იყო პოლიციის უფროსი, აქ არიან სამსახურების უფროსები, ჩვენ მოვედით ფრაქციის ოთახებში, გვაქვს უფლება, ვიმყოფებოდეთ ადმინისტრაციულ შენობაში და ის, რაც ხდება, ეს არის პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადების შედეგი, რომ თურმე ძალადობა არის კარგი და არის წახალისებული. ამ ყველაფერზე პრემიერ-მინისტრს ეკისრება ვალდებულება. ის კახეთს მიიჩნევს საკუთარ საფაშოდ, მაგრამ მასე არ არის",-განმარტა ირმა ნადირაშვილმა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გურჯაანის გამგეობაში განვითარებული მოვლენების გამო, პოლციაში განცხადების შეტანას აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)