|
2015-04-22 15:00:15, 331 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს რესურსები, რომლებიც გამოუყენებელია
„საქართველოს რეგიონებში გვაქვს რესურსები, რომლებიც გამოუყენებელია. ეს დაუშვებელია“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში არსებული რესურსები მაქსიმალურად და გონივრულად იყოს ათვისებული, ამაში მთავრობას ბიზნესის თანადგომა სჭირდება. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონებში უფრო მეტი აქტივობა იყოს, უფრო მეტი ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი მოსახლეობის, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ და რაც მთავარია, ცენტრალური მთავრობა მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ ბიზნესის კეთების პროცესში, მაქსიმალურად გაგიადვილოთ ის პროცესები, რომლებიც შესაძლოა იყოს შემაფერხებელი, ვგულისხმობ ბარიერებს, რომლებიც წარმოიქმნება რაღაც გაუგებარი ბიუროკრატიის შემთხვევაში. საქართველოს რეგიონებს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გვაქვს ჩვენი რესურსები, რომელიც გამოუყენებელია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტიანად და გონივრულად. ამაში რა თქმა უნდა მთავრობას ბიზნესის თანადგომა სჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა მოვახდინოთ ამ რესურსების ათვისება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)