2015-04-22 14:27:13, 330 ნახვა
პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი მოადგილე და მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
შესაბამის ბრძანება, რომელიც პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერაა ხელმოწერილი, საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსდა.
ცნობისთვის, დავით შავლიაშვილმა პრემიერს გადადგომის მოთხოვნით გუშინ მიმართა.ყოფილი მინისტრის თქმით, მან თანამდებობა ჯანმრთლეობის მდოგმარეობის გამო დატოვა.
ღარიბაშვილმა მის შემცვლელად ნოდარ ჯავახიშვილი დაასახელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან