2015-04-22 09:31:12, 305 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა
საქართველოს დღეს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
ბელორუსის პრეზიდენტი ასევე შეხვედრას გამართავს საქართველოს პატრიარქთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნესფორუმიც. ლუკაშენკო ბათუმსაც ეწვევა, სადაც ქალაქების დაძმობილების მემორანდუმს მოეწერება ხელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან