|
2015-04-21 15:34:19, 303 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბრის დასაწყისში თურქეთის ელჩმა ღრმა მწუხარება გამოხატა ქართველი პოლიციელის დაღუპვის გამო. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. შს მინისტრმა და ელჩმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოსა და თურქეთის პოლიციური სტრუქტურების როლს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ, მეგობრულ ურთიერთობებს და გამოიკვეთა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების და გაღრმავების პერსპექტივები. მინისტრმა საქართველოს სამართალდაცვითი სფეროს რეფორმირების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის თანადგომისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)