23:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 14:12:24, 336 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკარაინაში დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გამართვამდე, საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ეროვნული ნაკრძალი მოინახულა. დელეგაციის წევრები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვივნენ და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

უკრაინის დედაქალაქში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და გიორგი ვაშაძე იმყოფებიან.

ქართველი პარლამენტარები პირველ ოფიციალურ შეხვედრებს უკრაინის უმაღლეს რადაში გამართავენ. დელეგაციის წევრები უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ვლადიმერ გროისმანს და უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფს შეხვდებიან.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინტერვიუს მისცემს უკრაინის საპარლამენტო არხს „რადა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics