04:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 12:25:09, 346 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი IDFI-ს კვლევაზე: ამ ციფრებში რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს ინფორმაციას საგანგაშოდ არ მიიჩნევს. 

როგორც წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ციფრები სურათის ანალიზის საშუალებას არ იძლევა. 

"საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე მაქვს ნანახი, 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს დაუკმაყოფილა 28-დან 20, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას", - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება მიმდინარე 2014-2015 წლების სამუშაოს, წულუაკიანის თქმით, ამის შედეგები გამოჩნდება და ციფრებში გაისად აისახება.

"დღეს დაწყებული პროცედურები, შედეგს მოიტანს მხოლოდ გაისად," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდგომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ექსტრადაციის შესახებ მონაცემები. IDFI-ს კვლევაში საუბარია, რომ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ 70-დან 9 პროცენტამდე შემცირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics