05:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 10:03:52, 291 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დაჩქარებული წესით ვანიჭებთ სტატუსს ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს მოადგება

„ჩვენ დაჩქარებული წესით ვანიჭებთ სტატუს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს საზღვარს მოადგება“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სირიიდან და ერაყიდან შემოსულთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის თქმით, ხელისუფლებას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომა აქვს.

„ჩვენ ძალიან ლიბერალური მიდგომა გვაქვს და ძალიან  გამარტივებული წესით, დაჩქარებული წესით  ვანიჭებთ სტატუსს  ყველა იმ ადამიანს,  ვინც მოადგება ჩვენს საზღვარს.  დაახლოებით ბოლო 2 წლის განმავლობაში  2100-ზე  მეტი  ადამიანი შემოვიდა საქართველოში, თუმცა  უმრავლესობას საბოლოო ჯამში სტატუსი აღარ  მოუთხოვია, როცა აღოაჩინეს, რომ ეს მათ არ აძლევდათ  მესამე  ქვეყანაში გადასვლის საშუალებას“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics