07:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 18:47:50, 367 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა სამიტის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული რეფორმებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ადექვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში.
თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული შედეგები და დაადასტურა უნგრეთის ხელისუფლების მზაობა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხადაჭერის თაობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics