02:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 17:31:03, 397 ნახვა

პოლიტიკა
უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობაზე კანონი მკაცრდება

პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლასა და მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის გამო, შსს-მ პარლამენტს დღეს რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა.

საუბარია კანონმდებლობიოს კიდევ უფრო გამკაცრებაზე. დეპუტატებს მთავრობის ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გააცნო.

იზორიას თქმით, განსაუთრებით მკაცრად უნდა დაისაჯოს როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხარდაჭერა, ასევე მკაცრი უნდა იყოს სახელმწიფო და სასჯელი იმ ადამინების მიმართ, ვინც ახალგაზრდებს  საომარ მოქმედებებში ჩართვაში ეხმარება.

"ის პიროვნება, ვინც გადაიბირებს,  იქნება ახალგაზრდა, თუ ძველგაზრდა, აღნიშნულ საქმიანობებში, იქნება ეს უკანონო ფორმირებები, წვრთნა, ტერორისტული ორგანიზაცია, თუ ზოგადად ყველანაირი ინიციატივა, რაც კი შეიძლება ამ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული, გულისხმობს მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც პირველ რიგში. უბრალოდ ოპერატიული საქმიანობა უნდა განხორციელდეს ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენი უწყების მიერ. ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებელი, რათა მიეცენ პასუხისგებაში პირები, ვინც მათ გადაბირებას ახორციელებს",-განაცხადა ლევან იზორიამ.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, დასჯადი უნდა გახდეს ძალადობრივი მოწოდებები და ამ კუთხით გაკეთებული განცხადებები. ლევან იზორიას თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ამით აზრის შეზღუდვა მოხდება, საფუძველს მოკლებულია.

"დასჯადი უნდა გახდეს საჯარო მოწოდების კრიმინალიზება ძალადობრივი ქმედებისკენ, რომელიც შეიცავს კონკრეტულ საფრთხეს, ეს საფრთხე უნდ აიყოს რეალური და არსებითი. აქედან გამომდინარე, ის კითხვები თითქოსდა ამით აზრის შეზღუდვა ხდება, არის საფუძველს მოკლებული.ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, მათ შორის სიტყვისა და თავისუფლების შესახებ კანონიც ასხვავებს",-აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics