06:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 12:17:22, 488 ნახვა

პოლიტიკა
ჩიტაძის ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ჩიტაძის ქუჩაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულია ომის ვეტერანი  იურა კვარაცხელია.

 კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისმა მეგობარმა გაისროლა.

"ვეტარანები ვქეიფობდით, აღდგომას აღვნიშნავდით და მოგვინდა გასროლა. ჩემმა მეგობარმა გაისროლა",-განმარტა კვარაცხელიამ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეიარაღებული პირი, რომელმაც ჩიტაძის ქუჩაზე გაისროლა, უკვე დაკავებულია.

იურა კვარაცხელიამ კი, ჟურნალისტების კითხვაზე-დაკავებულია თუ არა მისი მეგობარი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა,  ასე უპასუხა:

"არ დაუკავებიათ, აგერ არის უკან მომყვება"

თუმცა პოლიციას მასთან ერთად სხვა პიროვნება არ გაუყვანია.

 47-ე სკოლის მოპირდაპირე მხარეს, ის სადარბაზო,  საიდანაც  იურა კვარაცხელია გამოიყვანეს, ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი  დეტალების გასარკვევად ადგილზე რჩება. 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics