|
2015-04-14 17:54:29, 367 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თამარ ბასილია და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოკაია ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუსლიმი მესხების რეპატრიაციის საკითხიც. სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მუსლიმი მესხების რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფოს სტრატეგია დაამტკიცა და უახლოეს მომავალში იგეგმება სტრატეგიაზე მორგებული სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)