11:17 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 17:53:22, 347 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარველაშვილი, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საგარეო საქემთა მინისტრებს შევხდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვდერაზე განიხილულ  საკითხთა შორის იყო რიგის სამიტი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი.

სახელმწიფოს მეთაურმა დიპლომატებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პარტნიორები გაიზაირებენ საქართველოს პოზიციას.

„ ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ევროპული გეგმის აქტიურ განხილვაზე და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ჩვენი პოლიტიკური დისკუსიების დროს.  ხელისუფლება სერიოზულად არის მონდომებული და ჩართული, რომ სრულად შესრულდეს მოთხოვნები ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ველით რიგის სამიტს და გვაქვს დიდი იმედი. ამ მხრივ, მე მაქვს იმედი, რომ დამოკიდებულება ამ მოლოდინებთან დაკავშირებით იქნება სწორად აღქმული ჩვენი პარტნიორების მიერ.  საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ევროპული ინტეგრაციისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას გაიზიარებენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგოტ ვალსტრომთან, მარტინ ლიდეგორთან და გჟეგოჟ სხეტინასთან  შეხვდერას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩები დანია, პოლონეთსა და შედეთში, საქართველოს პრეზიდემნტის ადმინისტრაციის უფორის დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაზე, მრჩეველი ეკონომიკურ საკთხებში გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics