02:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 10:34:00, 307 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და პოლონეთის საგარეო უწყებები მემორანდუმს გააფორმებენ

საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები დღეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ. 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უწყებაში დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მემორანდუმი თბილისის დეკლარაციის დაფუძნებას ეხება, რომლის ფარგლებშიც პოლონეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებების განხორციელებაში გამოცდილებას გაუზიარებს.  

„ დღეს ჩემს პოლონელ კოლეგასთან ერთად  ხელს მოვაწერთ მემორანდუმს, რომელიც აფუძნებს თბილისის დეკლარაციას. ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი ფორმატი, რომლიც გულისხმობს საქართველოს ევროპული და ევრატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას და გამოცდილების გაზიარებას ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics