01:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 17:32:48, 303 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვატიკანში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან სამუშაო სადილი გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხი განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში.

დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ და ყურადღება რეგიონალური მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო არაღიარების პოლიტიკას და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციისგან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებმა მათთვის საინტერესო ინფორმაცია და მნიშვნელოვან შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

შეხვედრას წმინდა საყდართან საქართველოს, აშშ-ის, ბრაზილიის, უკრაინის, კანადის, თურქეთის, ევროკავშირის, იაპონიისა და ეგვიპტის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო სადილის დროს ვატიკანში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს საქართველოდან სპეციალურად ჩამოტანილი ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხვალ მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს, რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics