01:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 15:33:34, 467 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: შს მინისტრს დავავალე, ჩვენი საზოგადოება ყველა ასეთი კრიმინალისგან დროზე გაასუფთაონ

„ჩვენი ხელისუფლების დროს შეწყალებულმა ადამიანებმა სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს. ვინც არ შეეშვება თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას, სახელმწიფო მათ მიმართ იქნება დაუნდობელი“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ქაშუეთის ტაძრიდან გამოსვენების  შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან,  პრემიერის  თქმით, მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, რომ „მაქსიმალურად დროზე გაასუფთაონ ყველა ასეთი კრიმინალი საზოგადოებიდან“.
„მინდა კიდევ ერთხელ ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი გმირი პოლიციელის ოჯახის მიმართ და თითოეულ თანამშრომელს,  თოთოეულ პოლიციელს  მუვუსამძირო. დღევანდელი დღე ეს არის მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. ბექა საუმწუხაროდ  კრიმინალთან ბრძოლაში დაიღუპა  და ის  არის ჩვენი ქვეყნის გმირი.  ვინაიდან ადამიანებმა რომლებიც  ჩვენი ხელისუფლების  დროს იყვნენ შეწყალებულნი თუ ამნსიტიით გამოვიდნენ სახლემწიფოს მხრიდან ასეთი ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს, ყველას პირობას ვაძლევ ვინც არ შეეშვება თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას სახელმწიფო მათი მისამართით იქნება დაუნდობელი ამის პირობას ვდებ საჯაროდ. აქვე გეტყვით, რომ ყველა  ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინაააღმდეგ უმკაცრესად  დასჯილი იქნება.  მათი ადგილი ჩვენს ხალხს შორის არაა. მე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთაონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics