02:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 12:33:47, 345 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, 9 აპრილს მსხვერპლი ტყუილად არ იყო გაღებული

აშშ–ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 9 აპრილს  დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნორლანდის განცხადებით, აშშ ყველა იმ ქართველს უერთდება, რომლებიც დღეს პატივს მიაგებენ იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავი გასწირეს.

„9 აპრილი ძალიან ტრაგიკული დღეა. იმ პერიოდში მე მოსკოვში ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი. ვიყავი დიპლომატი და კარგად მახსოვს, ეს სამწუხარო დღე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი ტყუილად არ იყო გაღებული, ისინი შეეწირნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეას და დღეს,  ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც მტკიცე და წარმატებულია. დღევანდელი დღე ყველა ადამიანს აერთიანებს და კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენთვის, იმ მნიშვნელობისა, რომელიც ენიჭება ერთიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის ქვეშ“, – აღნიშნა ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics