02:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 20:18:58, 650 ნახვა

პოლიტიკა
სტუდენტთა უფლებების ლიგა ცესკოს მიმართავს

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა მოუწოდებს ცესკოს დროულად მოახდინოს რეაგირება და დაარეგისტრირონ  დამკვირვებლის სტატუსით.

"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას გვინდა დავაფიქსიროთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დებულებასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ, რომელიც მიღებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომ მათ შეექმნათ გარკვეული ბერკეტები, რათა სტუდენტური თვითმმართველობების არჩევნები არ ყოფილიყო გამჭვირვალე და ობიექტური. აღნიშნული ხარვეზი დღემდე არ გამოსწორებულა და თვითმმართველობები კვლავ აქტიურად იყენებენ მიღებულ დებულებას. აქვე აღსანიშნავია ის, რომ ცესკო რომელიც ატარებს უმაღლეს სასწავლებლებში არჩევნებს,  რეგულარიზაციას არ ახდენს თვითმმართველობის მიერ მიღებულ დებულების და დღემდე რჩება გამოუსწორებელ ხარვეზად. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული დებულების თანახმად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კატეგორიულად მოეთხოვებათ  წარადგინონ ნოტარიულად დამოწმებული წესდება. ეს მიუღებელია, როდესაც  არასამთავრობო ორგანიზაციის დარეგისტრირებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა, სადაც ნათლად არის აღნიშნული რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ წესდების დედანი და არა ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომელი კანონმდებლობითაც ხელმძღვანელობს ცესკო. თუმცა ცესკოს მიერ სტუდენტურ თვითმმართველობის არჩევნებში ვხვდებით ხარვეზებს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და მოვუწოდებთ ცესკოს მოახდინოს რეაგირება- განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ჯაბა ალთუნაშვილმა.

ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა გიგა გუბელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 20 აპრილს ილიაუნიში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებია.

"ჩვენ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ შევიტანეთ განაცხადი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციამ მიიღოს მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით არჩევნებში.თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ვაწყდებით ხარვეზებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ სადამკვირვებლო დებულებაში, კერძოდ კი, ზემოთ ხსენებულ დებულებაში ცესკო ითხოვს ნოტარიულად დამოწმებულ წესდებას, ხოლო წესდების ნოტარიულად დასამოწმებლად საჭიროა ორგანიზაციის თითოეული დამფუძნებლის ხელმოწერა. პრობლემაც სწორედ ამაშია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას შესაძლებელია ყავდეს 2-3 ან მეტი დამფუძნებელი, ხოლო ნოტარიულად დამოწმებისათვის ყველა მათგანმა ამა თუ იმ მიზეზის გამო შესაძლოა ვერ შეძლონ ხელის მოწერა. ამ შემთხვევაში კი ნოტარიულად წესდების დამოწმება ვერ მოხდება". - აცხადებს გია გუბელაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics