23:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:19:04, 323 ნახვა

პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე ნარმანიას: დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ თქვენგან ლანძღვა არ მომისმენია

„დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ თქვენგან ლანძღვა არ მომისმენია“, - ასე მიმართა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ დავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

მისივე თქმით, ის საქმეები, რასაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, წინა ხელისუფლების დროს არის დაწყებული.

„კარგია, რომ გხედავთ მობრძანებულს წარმომადგენლობით ორგანოში. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მოხსენება და დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ ამჯერად არ მოგვისმენია ლანძღვა და წარსულზე საუბარი. თუმცა, მრავლად იყო ირიბი მინიშნებები, რომელშიც დავინახეთ არასწორი ციფრები და მანიპულირება ციფრებით. კერძოდ, გაკეთებული საქმეებით ამაყობთ და ჩვენც გვიხარია ეს. ამ საქმეების უმეტესობა დაწყებულია წინა ხელისუფლების პირობებში. ეს მათი მონაპოვარია და უნდა აღიაროთ. წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც მშვიდ ტონში წარიმართა თქვენი მოხსენება. მე ამას მივესალმები“, - განაცხადა უგრეხელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics