19:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 11:25:02, 327 ნახვა

პოლიტიკა
კერესელიძე: გერმანიის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, ჩვენი ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა

"ბუნდესტაგის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია ადასტურებს, რომ გერმანია ევროატლანტიკური მიმართულებით, საქართველოს არჩევანს მხარს უჭერს",-ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯამში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია 16-მა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა მოახდინა.

"ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს არჩევანს ევროატლანტიკური მიმართულებით და მადლიერები ვართ, რომ ეს რატიფიკაცია მოხდა. ბუნდესტაგის სხდომას ესწრებოდნენ კანცლერი მერკელი და საკითხი გამოიტანა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა და ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს  როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის გუნდმა. გამოდის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს 16 ქვეყანა და ევროპარლამენტი, რომელმაც მოახდინა რატიფიკაცია",-განაცხადა დავით კერესელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics