12:15 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 23:48:32, 609 ნახვა

სპეციალური ანონსი
11 იანვრის სპეციალური ანონსი

11 იანვარს, 02:30 საათზე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან” გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.

11 იანვარს, 09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის: ინგოროყვას ქ. #7

11 იანვარს 10.00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში"-ში „წინასწარი პატიმრობის გამოყენების შეფასების ინსტრუმენტი"-ს პრეზენტაცია გაიმართება.


11 იანვარს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიშსა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #144
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

11 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „მისტიური მომხმარებლის“ კვლევით პროექტს წარადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების შემოწმდება იმას გამოსავლენად, თუ რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს კომპანიებში მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხი. 
მის: ა. მიცკევიჩის ქ. #19

11 იანვარს, 13:30 საათზე, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კანცელარიის წინ მცირე, საპროტესტო აქცია-პერფორმანსს გამართავს. 

11 იანვარს, 14:30 საათზე, პარტია ”გირჩის” წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოს შენობაში, 1 დეკემბერს, სსკ 265-ე მუხლის (ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის კულტივაცია) დარღვევის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის, გიორგი ფანჯავიძის მხარდასაჭერად მივლენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics