00:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 17:29:05, 536 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დრო სჭირდება

"ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას გარკვეული დრო სჭირდება",-ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხუდონჰესის პროექტის დაწყებამდე შეხვედრები ექსპერტებთან, გარემოს დაცვის სამინისტროში და მოსახლეობასთან გაიმართება. 

„დასკვნა უნდა მომზადდეს. ეს არის ძალიან დიდი პროექტი და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყოს მომზადებული სათანადოდ, როგორც ევროპულ ქვეყნებში არის. შესაბამისად, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ექსპერტებთან. იქნება გარემოს დაცვის სამინისტროში, მოსახლეობასთან. წელს თუ დაიწყება სამუშაოები გამიჭირდება საუბარი, თუმცა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაიწყება,-განაცხადა კახი კალაძემ.

კითხვაზე, თუ როდის ჩავა  ხაიშში  ადგილობრივ მოსახლეობასთან, კალაძემ  ასე უპასუხა:

„როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული"

შეგახსენებთ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჰესებთან დაკავშირებით  "ექსპრესნიუსის" მიერ დასმული კითხვის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, ნებისმიერი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics