|
2015-03-24 17:44:03, 326 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ოფიციალური დელეგაცია ევროპის საბჭოში კონგრესს ესწრება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია 24- 25 მარტს, ქ. სტრასბურგში, საფრანგეთში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა 28-ე კონგრესს დაესწრება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში 47 ქვეყანა მონაწილეობს. სხდომებზე სხვადასხვა პრობლემატურსაკითხს განიხილავენ. გაიმართება დებატები შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიული პროცესები, ევროპულიქალაქებისა და რეგიონების პასუხისმგებლობა, უმცირესობათა უფლებები, ანტისემიტიზმი, სიძულვილის ენა, ტერორიზმის წინააღმდეგბრძოლა. კონგრესის მიმდინარეობის დროს ევროპის საბჭოს ფოიეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი სპეციალური სტენდია წარმოდგენილი. აქვე, სარეკლამო მასალებთან ერთად, სამი დღის მანძილზე გაიმართება აჭარის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ვიდეო ჩვენება. 25 მარტს აჭარის რეგიონი სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელსაც კონგრესმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს 41-ე წევრი 1999 წელს. ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ბატონ იაგლანდის თბილისში ვიზიტის შედეგად, რომელიც 2014 წლის თებერვალში შედგა, საქართველოს მთავრობამ და ევროპის საბჭომ მიიღეს 3 წლიანი სამოქმედო გეგმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)