17:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 16:45:16, 364 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერს ტუბერკულოზთან ბრძოლაში დონორების მხარდაჭერის იმედი აქვს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ღარიბაშვილმა „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა, მთავრობა ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 5 წლიან გეგმაზე მუშაობს.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობას ამ კუთხით, დონორების მხარდაჭერა ექნება.

„მინდა მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მოგეხსენებათ, დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს მძიმე დაავადება სერიოზულ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ ვმუშაობთ ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 5-წლიან გეგმაზე და კვლავაც თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics