19:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 15:35:40, 350 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში მიემგზავრება

აჭარის სამთავრობო დელეგაცია 25-27 მარტს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში, სილეზიის სავოევოდოში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მესამე სხდომა გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტისას აჭარის მთავრობას წარმოადგენს რეგიონის    ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ა/რ მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი- ხათუნა ნაყეური და  რეგიონის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული სააგენტოს დირექტორი-სოფო ლაზიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისსში გაიმართება  შეხვედრები სავოევოდოს ხელმძღვანელ პირებთან.  შეხვედრაზე განიხილება მხარეებს შორის 2014 წელს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, დასაქმების და ტურიზმის სფეროებში განხორციელებული პროექტები. ასევე  ხელი მოეწერება 2015 წლის თანამშრომლობის გეგმას. დაგეგმილია   სილეზიის უნივერსიტეტში სტუმრობა.

ცნობისთვის, სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2011 წელს თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  გრძელდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics