14:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 18:33:14, 428 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: საქართველო დაპაუზებულია და როგორც გაჩერებული საათი, ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენებს

„საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება სამწუხაროდ, როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1 ოქტომბერს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ბრისუელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში არსებული ვითარების გამო მას გული უკვდება.

„გული მიკვდება იმაზე, რომ ლარის კურსი, რომელიც როცა ჩავიბარეთ შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო და რომელმაც ჩემი მთავრობის დროს გაუძლო რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას. დღეს ისევ ჩამოიშალა და ჩამოვარდა შევარდნაძის ნიშნულზე. გული მიკვდება იმაზე, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ეზოებში ჩვენს სასწავლებლებში. გული მიკვდება, რომ ჩვენს პოლიციას აბუჩად იგდებენ, გული მიკვდება იმაზე, რომ როდესაც ამას წინათ, პოლიციელი მოკლა კრიმინალმა და მთავრობამ ის გადააპარა საზღვარზე, მეორე პოლიციელი, რომელმაც ეს კადრები ამოიღო, ამ დანაშაულის კადრები ამოიღო, საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში საჯაროდ გამოაცხადა კრიმინალად და დაპატიმრებით დაემუქრა. ეს იმისათვის, რომ სიმართლე თქვა, კრიმინალი ამხილა, სააშკარაოზე გამოიტანა სრული უმსგავსობა. დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც სრულიად უტიფრად, ურცხვად მფარველობს კრიმინალს და ებრძვის სიმართლეს. დღეს საქართველო უფსკრულისკენ მიექანება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics