14:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 17:49:41, 468 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდერს ჩვენს მომავალს არ დავუთმობთ

კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდერს ჩვენს და საქართველოს მომავალს არ დავუთმობთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„არავის არ დავუთმობთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით კოლბაში გამომწყვდეულ მილიარდერს და მის თოჯინებს. სამი წელია ვყურებთ, თუ როგორ ანგრევენ ისინი ქვეყანას. ჩვენი ვალია ამას წერტილი დავუსვათ. ყველა ვხედავთ, რომ უბსკრულისკენ მიექანება ქვეყანა და ყველას გაუჭირდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილი სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics