11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 16:48:48, 618 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვა კანონთან შესაბამისობაშია

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის წამყვანმა ეკონომისტმა, რაშმი შანკარმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი თაბუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განცხადა, რომ მსოფლიო ბანკი სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის  კანონთან შესაბამისობას ადასტურებს.

„მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ფისკალური დეფიციტის დაანგარიშებას ახორციელებს საქართველოს საბიუჯეტო (მე-18 მუხლი) და საგადასახადო კოდექსების (63 მუხლი, 8 პუნქტი) თანახმად, სადაც სათანადოდ არის გაწერილი ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცედურები. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა გვაწვდის დეტალურ და გამჭირვალე ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებლობა გვეძლევა განვახორციელოთ შემდგომი ანალიზი. ბანკის შეფასებით, 2014 წლის  ფისკალური დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.95 პროცენტს, რომელიც მათ შორის, მოიცავს გადასახადების დაბრუნების სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულ თანხებს, რაც ასევე შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან და ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“,-განმარტა რაშმი შანკარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics