2016-11-07 12:59:29, 658 ნახვა
Lifestyle
ხიდაშელი იზორიას გადაწყვეტილებაზე: მორჩა კინო (ანუ არჩევნები), წადით სახლებში (ანუ ჯარში)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაყვეტილებას, რომლის თანახმადაც უწყება წვევამდელებს ისევ მიიღებს, ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.
"მორჩა კინო (ანუ არჩევნები), წადით სახლებში (ანუ ჯარში)", - წერს ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
როგორც იზორიამ დღეს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან