2015-03-20 09:50:15, 340 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლიკუდის“ გამარჯვება მიულოცა და ისრაელის სახელმწიფოს წინსვლა უსურვა.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან