12:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 15:01:44, 436 ნახვა

პოლიტიკა
ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიამ 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცა

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თავმჯდომარეობით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2015 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) დამტკიცდა.

სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და  განხორციელებაში ჩართული  სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით წარედგინება ნატოს მხარეს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტს მიმდინარე წლის აპრილში ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. დოკუმენტი  იმ მნიშვნელოვან რეფორმებს ასახავს, რაც საქართველოს NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics