20:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 18:52:42, 650 ნახვა

სხვადასხვა
Human Rights Watch-ი თურქეთს პატიმრების წამებაში ადანაშაულებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თურქეთს პატიმრების წამებაში ადანაშაულებს. 

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში პატიმრების უფლებები მკვეთრად შეზღუდეს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, თურქეთის ციხეებში პატიმრების უფლებების დარღვევის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის წამება, სასტიკი მიპყრობა და სექსუალური ძალადობაც.

თურქეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი პოლიციას სასამართლო ორდერის გარეშე მოქალაქის 30 დღით დაპატიმრების უფლებას აძლევს. ამასთან, პირველი 5 დღის განმავლოაბში დაკავებულს შესაძლოა, ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცენ.

"წამების ამკრძალავი კანონების გაქმებით, თურქეთის მთავრობამ ძალოვანებს კარტ-ბლანში მისცა, ახლა მათ შეუძლიათ პატიმრების წამება მაშინ, როდესაც მოუნდებათ", - განაცხადა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Human Rights Watch-ის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.

ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ენდრიუ გარდნერი ამბობს, რომ მრავალ მსხვერპლს ეშინია იმაზე ღიად საუბრის, რაც მათ ციხეში შეემთხვათ. ამასთან, გარდნერის თქმით, ადვოკატთა უმრავლესობა საპატიმროში ძალადობის მსხვერპლის დაცვაზე უარს აცახდეს.

უფლებადამცველები თურქეთის ხელისუფლებას საგანგებო რეჟიმის გაუქმებისა და ციხეებში პატიმრების წამების შემთხვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics